ონლაინ სასწავლო სტაჟირება მიკოლას რომერისის უნივერსიტეტში

სურათი

მიკოლას რომერისის უნივერსიტეტი (ლიეტუვა) დოქტორანტებსა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ახალგაზრდა მკვლევარებს გთავაზობთ ონლაინ სასწავლო სტაჟირებას, რომელიც ჩატარდება 2021 წლის 3-7 მაისს. ინტენსიური კვირის განმავლობაში გაეცნობით ციფრული საშუალებების გამოყენებას ლიტერატურის ძიებისა და მითითების მენეჯმენტში, მიიღებთ სასარგებლო რჩევებს აკადემიურ წერისთვის, თუ როგორ შეგიძლიათ წარმატებით გამოაქვეყნოთ კვლევის შედეგები, შეიმუშაოთ პროექტი, შექმნათ თქვენი პირადი ბრენდი და ქსელი.

ონლაინ სასწავლო სტაჟირების მონაწილეებს ექნებათ ინდივიდუალური კონსულტაციები სადისერტაციო თემაზე სტაჟირების ხელმძღვანელთან, უფასო ონლაინ წვდომა მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზებზე.

მონაწილეებ სტაჟირებას წარმატებით დასრულების შემდეგ, გადაეცემათ სერტიფიკატი.

სტაჟირების სამუშაო ენა - ინგლისური.

დაინტერესების შემთხვევაში  გთხოვთ, დარეგისტრირდეთ 2021 წლის 22 აპრილამდე https://forms.office.com/r/WLx6aBvbBH 

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ნუ დააყოვნებთ!

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/mru-research-internship

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:  phd@mruni.eu


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა