გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია

სურათი

გერმანიის პარლამენტი, ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად, ოცდაათ წლამდე ასაკის საქართველოს პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს ყოველ წელს აძლევს უნიკალურ შანსს, „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია“ (IPS) ფარგლებში, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. პროგრამა  მთავარ ნაწილს წარმოადგენს 15-კვირიანი მუშაობა გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში. პროგრამა დაიწყება 2022 წლის პირველი მარტს და გაგრძელდება 31 ივლისამდე.

პროგრამის ფარგლებში, გერმანიის პარლამენტი იხდის სამგზავრო, საცხოვრებელ, სადაზღვევო ხარჯებს და ყოველთვიურ სტიპენდიას.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობებია:

  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • დასრულებული საუნივერსიტეტო განათლება;
  • გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა;
  • პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთკავშირებისა და გერმანიის ისტორიისადმი გამოკვეთილი ინტერესი;
  • საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობა;
  • ასაკობრივი ზღვარი: 30 წლამდე ასაკი პროგრამის დაწყების მომენტისთვის.


განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 31 ივლისამდე შემდეგ ელფოსტაზე: ips@tifl.diplo.de  (PDF-დოკუმენტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 15 მბ-ს.).

დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და პროგრამის შესახებ იხილეთ ბუნდესტაგის ვებგვერდზე: www.bundestag.de/ips  
 

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა