სტაჟიორთა მისაღები კონკურსი იურიდიულ დეპარტამენტში და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში

1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამის სტრუქტურული ერთეულში დასაქმებისათვის საჭირო განათლება (არის ბსუ-ს საბაკალავრო პროგრამის მე-3 ან მე-4 სასწავლო წლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ან ბსუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი), კერძოდ:

ა) იურიდიულ დეპარტამენტში - „სამართალმცოდნეობის“ საბაკალავრო პროგრამის ან „სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის;

ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში - საინჟინრო ტექნოლოგიების ან კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი/კურსდამთავრებული (კონკურსანტს უნდა შეეძლოს კომპიუტერული ტექნიკის (პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, სკანერები, wi-fi აპარატები) და პროგრამული უზრუნველყოფის (ოპერაციული სისტემა windows, საოფისე პროგრამები) მართვა);

2. კონკურსანტმა 2021 წლის 19 აგვისტოდან 2021 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით (16:00 სთ-მდე), ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარიის) ელექტრონული ფოსტის  - chancellery@bsu.edu.ge მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (თანდართული ფორმის - დანართი 6 შესაბამისად შევსებული);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) CV;

დ) სასწავლო ბარათი ბსუ-ს სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემიდან (ან ბსუ-ს დიპლომის/დანართის ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ - კურსდამთავრებულის შემთხვევაში).

ე) ცნობა სოციალურად დაუცველთა ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

3. სტაჟიორთა შერჩევისას გაითვალისწინება: ინგლისური ენის ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სტუდენტის/კურსდამთავრებულის აკადემიური მოსწრება და მოტივაცია. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრ კონკურსანტს.

4. თითოეული სტრუქტურისათვის უნდა შეირჩეს არაუმეტეს 4 სტაჟიორი, რომლებიც შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში არაუმეტეს 2 თვის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას  შემდეგი განრიგით:

ა) პირველ ცვლაში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით -  9:00სთ - 13:00სთ-ებში;

ბ) მეორე ცვლაში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 14:00სთ - 18:00სთ-ებში.

5. სტაჟიორმა უნდა შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები. 

6. სტაჟიორთა ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულ წარმატებულ სტაჟიორებზე გაიცემა სერტიფიკატები და შესაძლებელია დასაქმდნენ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში არაუმეტეს 6 თვის ვადით, თვეში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურებით.

7. კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას თან ერთვის:

ა) ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულება (დანართი 1);

ბ) ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის სამუშაო აღწერილობა (დანართი 2);

გ) ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დებულება (დანართი 3);

დ) ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სამუშაო აღწერილობა (დანართი 4);

ე) ,,ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ" ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021  წლის 18 აგვისტოს N01-10/72 ბრძანება (დანართი 5);

ვ) სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 6).

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4
  დანართი 5
  დანართი 6

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა