ბსუ-ს პოლონეთის დელაგაცია ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვარშავის უნივერსიტეტის რექტორი ალოიძი ნოვაკი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფ. რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი, კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის დირექტორი იაცეკ ჰამბურგი და თბილისის პოლონური ინსტიტუტის დირექტორი ლეხ კონჩაკი ეწვივნენ. დელეგაციის წევრები ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიკა ჩხარტიშვილს, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი თავამაიშვილსა  და  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ზაურ ახვლედიანს შეხვდნენ. მხარეებმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიმდინარეობა,  სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და კვლევების კომერციალიზაციის საკითხები განიხილეს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არქეოლოგიის მიმართულებით უკვე წლებია მიმდინარეობს თანამშრომლობა, რაც გახდა საფუძველი სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის 2016 წლიდან მოქმედებს თანამშრომლობის მემორანდუმი. ვიზიტის ფარგლებში, მხარეები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მიმართულებები განსაზღვრეს და განახლებულ მემორანდუმს  მოაწერეს ხელი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა