საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „წიგნების თაროს" მე-7 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო!

სურათი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,წიგნების თაროს" მე-7 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო!

,,წიგნების თაროს” მე-7 სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

1. შექმნან სამი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი (ფაკულტეტს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ერთ უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენდნენ), შეავსონ აპლიკაცია საიტზე www.registracia.wignebistaro.ge და დარეგისტრირდნენ;

2. დარეგისტრირებულ გუნდებთან ჩატარდება გასაუბრება, რომლის შედეგადაც ,,წიგნების თაროს” შემოქმედებითი ჯგუფი გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.

უმაღლესი სასწავლებლიდან გადაცემაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არაა.

 გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. გუნდის თითოეული წევრი 2021-2022 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი;

2. გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი და იმავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;

3. გუნდის რომელიმე წევრი არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული/ხალხის რჩეული.

განაცხადი მიიღება 17 სექტემბრამდე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა