ბსუ-ში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდება

სურათი

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა განახლდება 4 ოქტომბერს ონლაინ ფორმატში.

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე: მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია,  ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია სწავლა წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში. ლექციები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ხოლო პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტები არადისტანციურ რეჟიმში, იმ შემთხვევაში  თუ სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალი და სტუდენტი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

  • სრულად ვაქცინირებულია
  • უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ
  • ახალი კორონავირუსის (COVID 19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი
  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა