საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით

სურათი

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

11 ოქტომბერს, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკურსელებთან გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები. ფაკულტეტების დეკანები პირველკურსელებს დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ უნივერსიტეტისა და სასწავლო პროცესის შესახებ. შეხვედრის დასწრების ბმულს დამატებით ასევე მიიღებთ სმს შეტყობინების სახით.  

საინფორმაციო შეხვედრების განრიგი  და დასწრების ბმული ფაკულტეტების მიხედვით:

  1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  - (პროგრამები: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე, საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო საქმე, მარკეტინგი) - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული (Zoom): https://us02web.zoom.us/j/6512205258
  1. ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი - (პროგრამები: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა) - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული (Zoom): https://us02web.zoom.us/j/6460436125
  1. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - (პროგრამები: სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, საჯარო მმართველობა, ფსიქოლოგია) - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული (Zoom): https://us02web.zoom.us/j/5276480435
  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი - (პროგრამები: ბიოლოგია, ქიმია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია) -11:00 საათი - შეხვედრის ბმული (Zoom): https://us02web.zoom.us/j/9189432752
  1. ტექნოლოგიური ფაკულტეტი - (პროგრამები: მშენებლობა, არქიტექტურა, ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერია,   ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები, აგრარული ტექნოლოგიები) - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული (Zoom): https://us02web.zoom.us/j/8649582768
  1. ტურიზმის ფაკულტეტი - (პროგრამა: ტურიზმი) - 14:00 საათი - შეხვედრის ბმული Zoom: https://us02web.zoom.us/j/4531983071
  1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  - (პროგრამები: ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, რუსული ფილოლოგია, თურქული ფილოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, თარგმანმცოდნეობა, თურქეთისმცონეობა) – 11:00 საათი - შეხვედრის ბმული (Zoom): https://us02web.zoom.us/j/7369477615

 

გისურვებთ წარმატებებს!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა