ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

  1. ტურიზმის ფაკულტეტის საბჭო 2021 წლის 7 ოქტომბერს აცხადებს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებს.
  2. ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2021 წლის 17 ნოემბერს.
  3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 8 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №13).
  4. ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია (კანდიდატად რეგისტრაცია) ამავე ფაკულტეტის პროფესორს ან  ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ   თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
  5. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ)  სამოქმედო გეგმა;

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე  არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა ბსუ-ს  ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე დასაქმების შესახებ;

ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადაა 15 კალენდარული დღე, აღნიშნულიდან გამომდინარე საარჩევნო კომისიაში  დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ცნობა უნდა იყოს მოქმედი).

  ტურიზმის ფაკულტეტის 06.10.2021 წლის ოქმი-25-05

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა