ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ბსუ-ში

სურათი

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკა E-PSY-ის პროექტის ეგიდით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა სტუდენტებს კონკუსლტაციები გაუწიეს სტრესულ მდგომარეობასათან დაკავშირებულ პრობლემებზე. ასევე ჩატარდა E-PSY პროექტის წარდგენა, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების შექმნის გზით. პროგრამა ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნას.

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების დაფუძნებით, პროექტში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ ფსიქოლოგები, რომლებიც სპეციალიზირებულ ტრენინგებს გაივლიან ბიდგოშისა და ბრაშოვის უნივერსიტეტებში. ისინი ასევე მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ევროპელი სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებსა და სემინარებში. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება რეკომენდაციები და საკანონმდებლო დოკუმენტაცია, შეიქმნება უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაცია, რაც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების მდგრადობასა და მის სიცოცხლისუნარიანობას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო  დღის კვირეულის ფარგლებში, ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკა e-psy-ის ეგიდით უფასო კონსულტაციების ციკლი 13 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს დასრულდება. კონსულტაციები ,,ბავშვებისა და მოზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ ფორმატში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა