ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი

სურათი

გამოცხადდა ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამის სტრუქტურული ერთეულში დასაქმებისათვის საჭირო განათლება (არის ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ,,პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი).

კონკურსანტმა 2022  წლის 28 თებერვლიდან  2022 წლის 04 მარტის  ჩათვლით (16:00 სთ-მდე), ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარიის) ელექტრონული ფოსტის  - chancellery@bsu.edu.ge მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (თანდართული ფორმის - დანართი 5 შესაბამისად შევსებული);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) CV;

დ) ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემიდან სასწავლო ბარათი;

ე) ერთი ფოტოსურათი (3X4);

ვ) ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

ზ) სამოტივაციო წერილი.

3. სტაჟიორთა შერჩევისას გაითვალისწინება: ინგლისური ენის ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სტუდენტის აკადემიური მოსწრება და მოტივაცია. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრ კონკურსანტს.

4. კონკურსის შედეგად უნდა შეირჩეს არაუმეტეს 4 სტაჟიორი, რომლებიც შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში არაუმეტეს 2 თვის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას  შემდეგი განრიგით:

ა) პირველ ცვლაში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით -  9:00სთ - 13:00სთ-ებში;

ბ) მეორე ცვლაში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 14:00სთ - 18:00სთ-ებში.

5. სტაჟიორმა უნდა შეასრულოს შესაბამისი ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულებითა და პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები. 

6. სტაჟიორთა ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულ წარმატებულ სტაჟიორებზე გაიცემა სერტიფიკატები და შესაძლებელია დასაქმდნენ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში არაუმეტეს 6 თვის ვადით, თვეში არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურებით.

7. კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას თან ერთვის:

ა) ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულება (დანართი 1);

ბ) ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის პროფესიული პროგრამების მართვის მიმართულებით დასაქმებული პერსონალის სამუშაო აღწერილობის დამტკიცების შესახებ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება (დანართი 2);

გ) ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი 3);

დ) ,,ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სტაჟიორთა  მისაღები  კონკურსის  გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022  წლის 25 თებერვლის N01-10/16 ბრძანება (დანართი 4);

ე) სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 5).

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4
  დანართი 5

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა