სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამების მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი

სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კვლევისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს მიღებას 2022-2023 აკადემიური სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამებზე (National Scholarship Program). კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევრებს. აპლიკანტმა განაცხადები უნდა შეავსოს ვებგვერდზე:  www.scholarships.sk.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ დანართსა და შემდეგ მისამართზე: www.scholarships.sk.

სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ვადებია 2022 წლის 30 აპრილის 16:00 სთ. ცენტრალური ევროპის დროით და 2022 წლის 31 ოქტომბრის 16:00 სთ. ცენტრალური ევროპის დროით.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა