საჯარო ლექცია და დისკუსია „ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და გაწევრიანების პროცედურა“

სურათი

14 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, III სართულზე №55 აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და გაწევრიანების პროცედურა“. შეხვედრა ორგანიზებულია ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის მიერ ინგლისური ენის სასწავლო ცენტრ Eti Holding-თან თანამშრომლობით საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის.

ღონისძიება ტარდება პროექტის ჟან მონეს კათედრა „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა" ფარგლებში და მას გაუძღვება ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს Eti Holding-ის დამფუძნებელი ირინა ხაჟალია და სასწავლო ცენტრის მოსწავლეები. ჟან მონეს კათედრა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე - http://jeanmonnetchair.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა