საერთაშორისო კვლევა - „ევროსტუდენტი - VIII”

სურათი

კვლევითი ორგანიზაცია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს საერთაშორისო კვლევას - “ევროსტუდენტი - VIII”. კვლევა ითვალისწინებს ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ცხოვრების პირობებისა და სწავლის თავისებურებების შესწავლას. პროექტი ეხმარება ქვეყნებს, გამოიყენონ საერთაშორისო კვლევის მონაცემები უმაღლესი განათლების სოციალური განზომილების გასაანალიზებლად და სტუდენტთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. კვლევის კითხვარი ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის სტუდენტებს 2022 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში დაეგზავნებათ სასწავლო პორტალის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

დეტალურ ინფორმაციას კვლევის შესახებ გაეცანით შემდეგ მისამართზე: 
https://www.youtube.com/channel/UCYcgvnFsQ0LveK65Syb9JuQ
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა