„ერაზმუს+“-ს გაცვლითი პროგრამის კონკურსი ზალცბურგის უნივერსიტეტში

სურათი

ცხადდება კონკურსი ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად საქართველოს მასშტაბით ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია). მობილობა განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრებში.

სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე: https://www.plus.ac.at/politikwissenschaft-und-soziologie/abteilung-politikwissenschaft/studium/erasmus/erasmus-incoming/

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  • ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • კანდიდატმა უნდა შეიტანოს განაცხადი შესაბამის საფეხურზე;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის:

2022 წლის 10-23 მაისი (18:00 საათამდე)

ინგლისურ ენაში B2 ტესტირების თაობაზე განცხადების (რექტორის სახელზე) წარმოდგენა პორტალის მეშვეობით და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge (მითითებული უნდა იყოს ფაკულტეტი, სპეციალობა,  სემესტრი, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, უცხო ენის შესაბამისი დონე).

განცხადებას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მსურველებს შეუძლიათ დამატებით ჩააბარონ ტესტირება გერმანულ ენაშიც B1/B2.

 

2022 წლის  25 მაისი  -  ტესტირება უცხო ენაში.

იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს უცხო ენაში, ცხადდება კონკურსი.

 

კონკურსის ეტაპები:

პირველი ეტაპი - საბუთების მიღება - 2022 წლის 27 მაისი - 10 ივნისი (18:00 საათამდე) ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

გაითვალისწინეთ, დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!

 

მეორე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 15 ივნისი.

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან).

 

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

შეგახსენებთ!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებ-გვერდისა და სტრატეგიული  განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

 

 

  განცხადება
  სასწავლო ხელშეკრულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა