ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილებაში მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი ბსუ- ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის  ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილებაში მეცნიერ თანამშრომელის თანამდებობის დასაკავებლად
  2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2022 წლის 30 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბსუ- საპროცედურო კომისიაში, შემდეგ მისამართზე: . ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის N32/35 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi2021@bsu.edu.ge;).
  3. კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 01 ივნისიდან  02 ივნისის ჩათვლით.
  4. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2022 წლის 03 ივნისისა  გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  5. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2022 წლის 10 ივნისიდან ძალაში შესვლის პირობით.
  6. კონკურსის ძირითადი პირობები: მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით აირჩევა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში.

(შენიშვნა: წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღნიშნული ე.წ. ,,კლასიფიკატორში“ იგულისხმება ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების“ დანართი 1).

  1. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის (მინიმუმ მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სამოტივაციო წერილი;

დ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

ე) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული N2 დანართის შესაბამისად);

ვ) კონკურსანტის ანკეტა (შედგენილი ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების“ დანართი 3-ის   შესაბამისად);

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

8. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით:

ა) კოვიდინფიცირებული (ან თვითიზოლაციაში მყოფი) კონკურსანტი უფლებამოსილია ამ ფაქტის შესახებ წერილობით განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს საკონკურსო განცხადება და დოკუმენტაცია ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - bsukonkursi2021@bsu.edu.ge. ასეთ შემთხვევაში საპროცედურო კომისიის მიერ განმცხადებელზე „ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის წესის“  მე-4 მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ცნობა გაიცეს ელექტრონულად, კონკურსანტის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე;

ბ) კოვიდინფიცირებული (ან თვითიზოლაციაში მყოფი) კონკურსანტის შესაბამისი განცხადების შემთხვევაში დასაშვებია მის მიერ განცხადების/საჩივრის საპროცედურო კომისიაში ელექტრონულად წარდგენა (ასეთ შემთხვევაში საპროცედურო კომისიის მიერ განმცხადებელზე/მომჩივანზე „ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის წესის’’ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ცნობა გაიცეს ელექტრონულად, კონკურსანტის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე);

გ) დასაშვებია საკონკურსო კომისიამ კონკურსანტთა განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია საპროცედურო კომისიისგან მიიღოს მხოლოდ ელექტრონული სახით (შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენილი), ხოლო მატერიალური სახით წარმოდგენილი მასალა - მხოლოდ ამის საჭიროების შემთხვევაში;

დ) დასაშვებია საკონკურსო კომისიამ დაადგინოს მუშაობის ან/და კონკურსანტებთან გასაუბრების დისტანციური ფორმატი (ZOOM პლატფორმის მეშვეობით);

ე) დასაშვებია სააპელაციო კომისიამ დაადგინოს მუშაობის დისტანციური ფორმატი (ZOOM პლატფორმის მეშვეობით), მათ შორის განმარტების მისაღებად ონლაინ-სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისი კომისიების (საპროცედურო, საკონკურსო, სამუშაო ჯგუფი) წევრები ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც შესაძლოა სამსახურებრივი საქმიანობით დაკავშირებული იყოს კონკურსანტის მიერ გასაჩივრებულ საკონკურსო პროცედურებთან.

9. სამართლებრივი აქტების (ბსუ- წესდების,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“  ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებისკონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ- რექტორის ბრძანების) გაცნობა და კონკურსანტთა განცხადებისა და ანკეტის ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბსუ-ოფიციალურ ვებგვერდიდან - www.bsu.edu.ge (კონკურსების ველი).

 

  ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის მიღების წესი
  №01-02-99
  კონკურსანტის ანკეტა
  სამეცნიერო შრომის დამოწმების ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა