სწავლის საფასურის დავალიანების მქონე სტუდენტთა საყურადღებოდ!

სურათი

სწავლის საფასურის დავალიანების მქონე სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, დროულად გადაიხადოთ 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური, რათა არ შეგიჩერდეთ სტუდენტის სტატუსი.  შეგახსენებთ, რომ ბსუ-ს რექტორის 2022 წლის 18 თებერვლის N01-02/52 ბრძანებით განისაზღვრა 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის (ადმინისტრაციული რეგისტრაციის) ვადები.

აღნიშნული ბრძანების თანახმად, სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ, 3 ეტაპად:

პირველ ეტაპზე - 40 % - 2022 წლის 28 მარტის ჩათვლით;
მე-2 ეტაპზე - 30% - 2022 წლის 10 მაისის ჩათვლით;
მე-3 ეტაპზე - 30% - 2022 წლის 25 ივნისამდე.

ზემოაღნიშნულ ვადებში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება ასევე აქვთ გასული სემესტრების სწავლის საფასურის დავალიანების მქონე იმ სტუდენტებს, რომელთა მიმართ ბსუ-ს რექტორის 2022 წლის 18 იანვრის N01-08/05 ბრძანებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა და 2022 წლის აპრილში გაუფორმდათ შეთანხმებები გასული სემესტრების სწავლის საფასურის დავალიანების გადახდის რამდენიმე თვით გადავადებაზე (2022 წლის 30 ივნისის/30 ივლისის/30 აგვისტოს ჩათვლით).

დამატებით გაცნობებთ, რომ ბსუ-ს რექტორის 2022 წლის 18 თებერვლის N01-02/52 ბრძანებას, ბსუ-ს სასწავლო პროცესის 2021-2022 სასწავლო წლის აკადემიურ კალენდარს, მასში შეტანილ ცვლილებებს და ,,სტუდენტთა გზამკვლევს“  შეგიძლიათ გაეცნოთ ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე - bsu.edu.ge (ველში - ,,სწავლა“, ,,აკადემიური კალენდარი“, სტუდენტის გზამკვლევი“).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა