საჯარო სკოლის მოსწავლეები ბსუ-ს ინოვაციურ ლაბორატორიაში

სურათი

„უნივერსიტეტი - სკოლისათვის“ პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულმა ინოვაციურმა ლაბორატორიამ ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ და ხარისხის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ჩავლეშვილმა სკოლის მოსწავლეებს სტრუქტურების მოდელირებაზე  სადემონსტრაციო ტრენინგი ჩაუტარეს.

ტრენინგის შემდეგ, მოსწავლეებმა მოდელირებული მაგალითის საფუძველზე, ბსუ-ს ფაბლაბის სპეციალისტების მამუკა ჩავლეიშვილის და არჩილ შოთაძის დახმარებით მონაწილეობა მიიღეს სტრუქტურის ცალკეული დეტალების დამზადებაში, დაათვალიერეს სტუდენტების მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის კონსტრუქციის და შენობა-ნაგებობების  მაკეტები.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ მათ მიერ შექმნილი შენობის მაკეტი და სამახსოვრო საჩუქრები.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა