ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების წარდგენას. ღონისძიების ფარგლებში შედგა ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის ტრენინგ-მოდულების, ცენტრისთვის შეძენილი სახელმძღვანელოს, ცენტრის საქმიანობის ამსახველი და თარგმნილი სტატიების, ბუკლეტის და ფოტონახატების გამოფენის ამსახველი მასალების, ვებგვერდის, ლოგოს და Brand Book-ის პრეზენტაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს UNICEF-ის, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის მე-3, 26-ე საჯარო სკოლების, კერძო სკოლის „პროგრესი“, ონის რაიონის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის, ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებმა, მოწვეულმა ტრენერებმა და ბსუ-ს დაწყებითი განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა.
შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის საგრანტო პროექტის „ბავშვთა უფლებების ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად“ ეგიდით გაიმართა.
უკან |