სტუდენტთა მანიფესტაცია - ბსუ-ს სტუდენტების ხმა ევროკავშირს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტთა ინიციატივით მანიფესტაცია -  ბსუ-ს სტუდენტთა ხმა ევროკავშირს გაიმართა. მანიფესტაცია მიზნად ისახავდა ფართო აუდიტორიისათვის, საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორებისათვის სტუდენტების ევროკავშირში გაწევრიანების მზაობისა და  კეთილგანწყობის გაცნობას. მანიფესტაციას ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი და პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდნენ. სტუდენტებმა წარმოადგინეს მოსაზრებები და ის გამოწვევები, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ღონისძიების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა