სტაჟიორთა მისაღები კონკურსი იურიდიულ დეპარტამენტში

  1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბსუ-ს ,,სამართალმცოდნეობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 ან/და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებსა და ბსუ-ს ,,სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ან აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულებს.
  1. კონკურსანტმა 2022 წლის 30 ივნისიდან 2022 წლის 11 ივლისის ჩათვლით ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ან ბსუ-ს ელექტორნული ფოსტის (Info@bsu.edu.ge) მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (სტაჟირების გავლის წესით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად შევსებული);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) CV;

დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ (აქტიური სტუდენტის სტატუსის შემთხვევაში) და სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემიდან სასწავლო ბარათი, ხოლო კურსდამთავრებულმა - დიპლომისა და სტანდარტული დანართის ასლი;

ე) ერთი ფოტოსურათი (3X4);

ვ) სამოტივაციო წერილი.

  1. შერჩეულმა სტაჟიორებმა სტაჟირების პერიოდში უნდა შეასრულონ ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულებითა და პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები.
  2. კონკურსის წესით შეირჩეს 4 სტაჟიორი, შერჩეულმა კანდიდატებმა ერთი თვის განმავლობაში გაიარონ ანაზღაურების გარეშე სტაჟირება ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში.
  3. სტაჟიორთა ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე განისაზღვროს წარმატებული სტაჟიორები, რომლებიც შესაძლებელია დასაქმდეს არაუმეტეს 6 თვის ვადით (ანაზღაურებადი სტაჟირება) და მათზე გაიცეს სერტიფიკატები.
  4. წარმატებული სტაჟიორების კონტრაქტით დასაქმების შემთხვევაში, ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს შესაბამის სამუშაო ცვლებში სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.

კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას თან ერთვის:

ა) ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულება (დანართი 1);

ბ) ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის პერსონალი სამუშაო აღწერილობა (დანართი 2);

გ) ,,ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ" ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022  წლის 29 ივნისის N 01-10/71 ბრძანება (დანართი 3);

დ) სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 4).

 

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა