ბსუ-ს დოქტორანტი როლანდ შავაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს შორისაა

სურათი

როლანდ შავაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა ,,განთლების ადმინისტრირება“ 2017 წელს დაასრულა. ბსუ-ში სწავლის პერიოდში ისარგებლა „Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამით და ერთი სემესტრი სწავლობდა ბულგარეთის რუსეს უნივერსიტეტში, ხოლო 2019 წელს  დაასრულა ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო  პროგრამა. ამჟამად, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი  უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლინგვისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტია. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანია პროფესიის პოპულარიზაცია და მისი პრესტიჟის ზრდა. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად მოწმდება, მეორე ეტაპისთვის ვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე ცნობილი ხდება ხუთი ფინალისტის ვინაობა.

ფინალისტებს შორის გამარჯვებული დასახელდება დაჯილდოების ცერემონიაზე 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს როლანდ შავაძეს   მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტთა ხუთეულში მოხვედრას და წარმატებას უსურვებს!
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა