„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი მურსიის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ მონაწილეობის მიღებას ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ „ერაზმუს+“-ის გაცვლით პროგრამაში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ესპანეთი. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბსუ-ს უმაღლესი განათლების, პირველი საფეხურის შემდეგი  საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს:

  • ფსიქოლოგია;
  • დაწყებითი განათლების მიმართულება;
  • თარგმანმცოდნეობა.

სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე:  https://www.ucam.edu/estudios/grados/traduccion-interpretacion-presencial/plan-de-estudios

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ,,ერაზმუს მუნდუსის“/,,ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

კონკურსის ეტაპები:

 

პირველი ეტაპი - დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php  და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge   2022 წლის 29 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით (16:00 საათამდე).

წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე   (იხილეთ დანართი 1) სტუდენტმა უნდა მიუთითოს: ფაკულტეტი, სპეციალობა,  სემესტრი, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სასურველი უნივერსიტეტის კონკურსში მონაწილეობა.

მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში (B2)- 2022 წლის 12 ოქტომბერი;

ტესტირების/გამოცდის გავლის ვალდებულებისგან  თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ უცხო  ენის საერთაშორისო სერტიფიკატს.

ტესტირების/გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში:

მესამე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 13 ოქტომბერი.

საჭირო სaბუთები:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!

 

  დანართი1
  დანართი2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა