მთარგმნელ კატია ვოლტერსის მთარგმნელობითი მასტერკლასი ბსუ-ს სტუდენტებისთვის

სურათი

5-8 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, გაიმართება ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფესტივალის მხარდამჭერია.

ფესტივალის ფარგლებში 5 ოქტომბერს, 12:00-14:00 საათზე, უნივერსიტეტის 32-ე აუდიტორიაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება მთარგმნელ კატია ვოლტერსის მთარგმნელობითი მასტერკლასი.

კატია ვოლტერსი 2022 წლის პრემია „საბას“ ლაურეატია, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა“ თარგმანისთვის.

კატია ვოლტერსი ფლობს რამდენიმე ენას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამა თუ იმ ენის ჟღერადობას, რიტმთან მუშაობას და დედნის ენიდან ტექსტის სხვა ენაზე შესაბამისი მგრძნობელობით თარგმნას. ქართულ ენაზე თარგმნა გაბრიელ გარსია მარკესისა და ხორხე ლუის ბორხესის ნაწარმოებები. ეს მასტერკლასი საშუალებას მისცემს სტუდენტებს, ლიტერატურული თარგმანის პირველი გამოცდილება შეიძინონ.

ღონისძიების მოდერატორი: მარიამ კორინთელი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა