ბსუ-ს დოქტორანტი როლანდ შავაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია

სურათი

ბსუ-ს დოქტორანტი როლანდ შავაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს  მფლობელია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს როლანდ შავაძეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. როლანდ შავაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა ,,განთლების ადმინისტრირება“ 2017 წელს დაასრულა. ბსუ-ში სწავლის პერიოდში ისარგებლა „Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამით და ერთი სემესტრი სწავლობდა ბულგარეთის რუსეს უნივერსიტეტში, ხოლო 2019 წელს  დაასრულა ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო  პროგრამა.

ამჟამად, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლინგვისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტია. იგი აშშ-ის მასწავლებელთა დახელოვნების სახელმწიფო პროგრამით (TEA) The Teaching Excellence and Achievement 6 კვირის განმავლობაში  იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცა თავის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებით ჩაეტარებინა კვლევა მონტანას შტატის ქალაქ ბოზმენის სკოლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა