„ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი მიუნსტერის უნივერსიტეტში

სურათი

ცხადდება  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+“-ის  გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის მიუნსტერის უნივერსიტეტში https://www.uni-muenster.de/en/  (გერმანია).

მიმართულება:

  • გერმანული ფილოლოგია

ადგილების რაოდენობა (2)

გერმანული ენის დონე მინიმუმ (B1)

მიუნსტერის უნივერსიტეტისთვის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია გერმანული ფილოლოგიის I, II, III სასწავლო წლის  ბაკალავრიატისა და  პირველი სასწავლო წლის მაგისტრატურის სტუდენტებს.  მობილობის პერიოდია  2023 წლის აპრილი-ივლისი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა გადააგზავნონ მიუნსტერის უნივერსიტეტის შემდეგ ელ მისამართზე: erasgerm@uni-muenster.de

წარსადგენი საბუთები: 

  • CV;
  • მოტივაციის წერილი;
  • ნიშნების ფურცელი;
  • არსებობის შემთხვევაში, ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - მინიმუმ B1.

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადა: 28.11.2022. 12:00 საათი (CET 12:00 AM)

გერმანული ენის დონის (B1/B2)  დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ  რექტორს განცხადებით (მიუთითეთ ტესტირების დონე - B1/B2) სტუდენტური პორტალის მეშვეობით არაუგვიანეს 23 ნოემბრისა  (18:00 საათი).

ტესტირება გერმანულ ენაში (B1/B2) ჩატარდება  2022 წლის 25  ნოემბერს.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • ბაკალავრიატის საფეხურის I, II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ,,ერაზმუს მუნდუსის“/,,ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ დადგენილ ბარიერს გერმანულ ენაში და წარმატებით წარადგენენ მითითებულ ელ ფოსტაზე დოკუმენტების პაკეტს მასპინძელი უნივერსიტეტიდან მიიღებენ  კონკურსის შემდეგი ეტაპის -  გასაუბრების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გაიმართება  მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან 2022 წლის 1 დეკემბერს პლატფორმა ზუმის საშუალებით.

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა