Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში

სურათი

გამოცხადდა კონკურსი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის  ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში - TROPIMUNDO სტიპენდიის მოსაპოვებლად.  აღნიშნულ პროგრამას კოორდინაციას უწევს ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (Université libre de Bruxelles). აღნიშნული სტიპენდიები განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის. TROPIMUNDO არის პირველი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს კურსის მეორე სემესტრში ჩაატარონ საველე სამუშაოები ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, კარიბის და ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ კუნძულებზე, ცენტრალურ-აფრიკის ტროპიკულ ტყეებში, აღმოსავლეთ აფრიკის დიდ ტბებში და ა.შ

მეოთხე სემესტრი მიეძღვნება სამაგისტრო ნაშრომს ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებთან დაკავშირებით. დანარჩენი ორი სემესტრი მოიცავს საბაზისო და სპეციალიზებულ კურსებს ბელგიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ფრანგულ გვინეაში.

შერჩეულ სტიპენდიანტებს ექნებათ სწავლის სრული დაფინანსება, რაც მოიცავს სწავლის გადასახადს, მობილობის ხარჯებს, დაზღვევას და ყოველთვიურ სტიპენდიას.

დამატებითი ინფორმაციისთვის TROPIMUNDO პროგრამისა და განაცხადის პროცედურის შესახებ გთხოვთ, ეწვიოთ ქვემოთ მითითებულ ბმულს:

https://tropimundo.eu/

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 იანვარი.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა