ბსუ-ს სტუდენტური საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების შესარჩევი კონკურსი

სურათი

ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2023 წელს განსახორციელებელი სტუდენტური საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების შესარჩევ კონკურსს. სტუდენტური პროექტების კონკურსის მიზანია აქტიური სტუდენტური ცხოვრების წახალისება, ხელშეწყობა და სტუდენტებში პროფესიული-კვლევითი უნარ-ჩვევების ამაღლება. თითოეული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს. 

„სტუდენტური პროექტების“ რეგისტრაციის, განხილვისა და შედეგების გამოცხადების პროცედურები და თარიღები:

განცხადებების (პროექტებისა) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2022 წლის 20 დეკემბრიდან 2023 წლის 5 თებერვლამდე;

საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება - 2023 წლის 6 თებერვლიდან - 2023 წლის 13 თებერვლის ჩათვლით;

პროექტების შეფასების შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ვებგვერდზე - 2023 წლის 15 თებერვლის ჩათვლით;

გამარჯვებული პროექტების განხორციელების პერიოდი - 2023 წლის 6 მარტიდან  2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ დანართებში.

  განცხადება
  ბრძანება კონკურსის შესახებ
  საპროექტო განაცხადის ფორმა
  სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი
  სტუდენტური პროექტის შესრულების ანგარიშის ფორმა
  პროექტის შესრულების ანგარიშის წარმოდგენის განაცხადის ფორმა
  საბიუჯეტო განაცხადის ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა