ბსუ-ს მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსის გამარჯვებული პროექტები

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსი დასრულდა. კონკურსში გამარჯვება ჩვიდმეტმა სამეცნიერო პროექტმა მოიპოვა. ბსუ-ს დაფინანსებით, 2023 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა მკვლევრები სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ინჟინერიის, ტექნოლოგიების, აგრარული მეცნიერებების, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

2023 წელს განსახორციელებელ სამეცნიერო კვლევითი პროექტების შესარჩევ კონკურსში 37 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. 2023 წელს პროექტის ბიუჯეტი 60 ათასი ლარით გაიზარდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები 2016 წლიდან  ხორციელდება. წლების მიხედვით პროექტების რაოდენობა მზარდია. 2018 წლიდან ცალკე გამოცხადდა კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. სამეცნიერო-კვლევითი პროექტები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში მონაწილეობენ სტუდენტები. კვლევის შედეგების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზების ჟურნალებში პროექტის აუცილებელი პირობაა.

 ბსუ-ს მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსის გამარჯვებული სამეცნიერო პროექტები

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება:

  1. MTHFR 677 C/T  გენის პოლიმორფიზმთან ასოცირებული ზოგიერთი  დაავადება ხანდაზმულ ადამიანებში“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი მარინა ქორიძე.
  2. „ჭურიის ტორფნარში მძიმე მეტალების დაგროვების ბუნება შრეების მიხედვით“ - ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი ნათელა ტეტემაძე;
  3. „ნანო სტრუქტურების ელექტრული და ოპტიკური თვისებების გამოკვლევა, ეფექტური გარემოს მეთოდების გამოყენებით“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოც. პროფესორი ომარ ნაკაშიძე.

     მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება:

  1. „მრავლადწრფივი ექსტრაპოლაციისა და აპროქსიმაციის თეორიის ამოცანები  გრანდ და მორის ტიპის ფუნქციურ სივრცეებში“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოც. პროფესორი დალი მახარაძე; 
  2. „ნივთიერების ოპტიკური თვისებების კვლევა რამდენიმე პოპულარული ქართული თეთრი ღვინის სახეობის სტატისტიკურ-კომპიუტერული ეტალონური მოდელების შექმნის მაგალითზე“ - ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი ფიზიკის დოქტორი მირანდა ხაჯიშვილი.

    ინჟინერიისა და  ტექნოლოგიების მიმართულება:

  1. „ფართო დიაპაზონის ფოროვნების მაღალი მექანიკური თერმო და ქიმიურად მდგრადი მიკროფილტრაციული მემბრანების მიღება“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი - აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი რაულ გოცირიძე.

       აგრარული მეცნიერებების მიმართულება:

  1. „აჭარის სუბალპურ ზონაში ადგილობრივი და ინტროდუცირებული მოცვის ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების რაციონალური ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვის ორგანიზაცია“ -  ხელმძღვანელი/მენეჯერი  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ზურაბ მიქელაძე;
  2.  „ფიტოპათოგენების მიმართ ანტაგონისტი მოკროორგანიზმების შესწავლა და აქტივობით გამორჩეული იზოლატების სექვენირება“ - ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი მაკა მურადაშვილი.

   ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულება:

  1.  ,,ინოვაციური ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები რეგიონში ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევების პირობებში“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი აბუსელიძე;
  2. „უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების გავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე“. ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე შაინიძე;

        ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება:

  1. „ბსუ-ს „ევროპარლამენტის TermCoord-ისა და corpus.bsu.edu.ge-ს ტერმინოლოგიური კოორდინაცია“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც. პროფესორი ზეინაბ გვარიშვილი;
  2. ,,ხუცუბნის უძველეს მონადირე-შემგროვებელთა საცხოვრებელი გარემო და მათი მობილურობა ადრე ჰოლოცენის  ხანაში (ძვ.წ. X- VII ათ.)“  - ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი არქეოლოგიის დოქტორი - გურამ ჩხატარაშვილი
  3. „ქართულ-ფრანგული ანდაზების კვლევა და თემატური კრებულის შექმნა“ - ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი ფილოლოგიის დოქტორი თამარ მაჭუტაძე.

     სოციალური მეცნიერებების მიმართულება:

  1. „ღია მმართველობა როგორც საჯარო მმართველობის რეფორმირების ახალი მოდელის შესწავლა საქართველოს მაგალითზე“ - ხელმძღვანელი/მენეჯერი -იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი ირაკლი მანველიძე.

     მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულება:

   1. „ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა“  - ხელმძღვანელი/მენეჯერი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლეილა ახვლედიანი;

   2. ,,ნოზოკომიური ინფექციების სპექტრის და ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროფილის შესწავლა  COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში” - ახალგაზრდა მკვლევარი, ხელმძღვანელი/მენეჯერი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თეა ქოიავა.

     ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულება:

   1.ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით შესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსი“ ხელმძღვანელი/მენეჯერიჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მზია ხახუტაიშვილი.

დადგენილებას ბსუ-ში 2023 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესარჩევი კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ გაეცანით შემდეგ მისამართზეhttps://bsu.edu.ge/sub-26/orders/3/index.html


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა