„ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2023’’

სურათი

ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი იწყებს პროექტს ,,ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2023’’, რომლის ფარგლებში ბსუ-ს სტუდენტები, ფაკულტეტების მიხედვით ეჯიბრებიან ერთმანეთს სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობების სხვადასხვა სახეობაში. სტუდენტი/სტუდენტური გუნდი შეჯიბრში მონაწილეობს ფაკულტეტის სახელით და უნდა იყოს აუცილებლად იმავე ფაკულტეტის სტუდენტი, რომელსაც წარმოადგენს შეჯიბრში. გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან თასებით, ფასიანი პრიზებით და შემეცნებითი საექსკურსიო ტურებით. ყველაზე მეტ სახეობაში გამარჯვებულ ფაკულტეტს კი გადაეცემა ,,ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2023’’-ის გრან - პრი.

შეჯიბრებებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების/სტუდენტური საფაკულტეტო გუნდების რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ოფისში (ბსუ-ს II კორპუსი, I სართული) და სტუდენტური პორტალის საშუალებით Portal.bsu.edu.ge

რეგისტრაციის ვადები და შეჯიბრებების გამართვის თარიღები ვებგვერსა და სტუდენტურ პორტალზე პერიოდულად განთავსდება.

  შეჯიბრებები გაიმართება შემდეგ სახეობებში.

  სპორტი:

  • მინი ფეხბურთი
  • ფრენბურთი
  • ქუჩის კალათბურთი
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • ჭადრაკი
  • მკლავჭიდი
  • დარტსი
  • ტექბოლი
  • FIFA 2023
  • ბილიარდი
  • ნარდი
  • ჭიდაობა
  • ფეინთბოლი
  • ესთაფეტა
  • წყლის ველოსიპედების
  • მარათონი
  • ქვიშის ფეხბურთი
  • ქვიშის რაგბი
  • ქვიშის ფრენბურთი

    კულტურა:

  • ცეკვა
  •  სიმღერა
  • იუმორისტული სკეტჩი
  • ფოტოკონკურსი
  • ერთწუთიანი ფილმების კონკურსი
  • ნახატების კონკურსი
  • სილამაზის კონკურსი

 

  ინტელექტუალური:

  • რა? სად? როდის?
  • სტრატეგიული თამაში ე.წ. "City game"
  • საპარლამენტო დებატები
  • ესეების კონკურსი

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

   577 14 54 00 - რევაზ ოკუჯავა

   599 12 92 36 - ბოჩია ზარანდია

   577 22 94 90 - სალომე ჯინჭარაძე

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა