„ერაზმუს+“-ის პროექტის (SQUARE) მონაწილეების შეხვედრა ბსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და აკადემიური პერსონალთან

სურათი

ბსუ-ში გაიმართა „ერაზმუს+“-ის პროექტის - „საქართველოს უნივერსიტეტებში მესამე მისიის ხარისხის და რელევანტურობის გაძლიერება“ (SQUARE) მონაწილეების მორიგი შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტრუქტურული ერთეულებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების, ჩატარებული ტრენინგებისა და სასწავლო ტურების, სტრატეგიული გეგმის მონახაზის და მომავალი გეგმების გაცნობა უნივერსიტეტის წარმომადგენლებისათვის.

ბსუ-ს წარმომადგენლებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს საპილოტე აქტივობის შერჩევასა და მისი განხორციელება-შეფასების დაგეგმვის პროცესში. გამოითქვა სურვილი და მოსაზრებები საზოგადოებასთან მეტი ჩართულობის და მესამე მისიის წარმატებით შესრულების მიზნით, დაიგეგმოს შეხვედრები მუნიციპალიტეტის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რათა გაძლიერდეს შემდგომი თანამშრომლობა და კოოპერაცია.    


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა