9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ადამინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი აქცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს. საპროტესტო აქციას 21 უდანაშაულო ადამიანი შეეწირა და ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ქვეყანამ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
უკან |