ბსუ-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის აბიტურიენტებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. აბიტურიენტებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში შეხვდა, უნივერსიტეტში სწავლის პირობები, საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და მომავალ სტუდენტებს  წარმატებები უსურვა. აბიტურიენტებმა ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს იმუნოგენეტიკის, ქიმიის, კრიმინალისტიკისა და სინქრონული თარგმანის  ლაბორატორიებში. ღონისძიება ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ,,აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, 2 მაისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ბერიძემ ტრენინგი ჩაატარა თემაზე: ,,პროფესიული ორიენტაცია". ქეთევან ბერიძემ აბიტურიენტებს სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ახალგაზრდებმა ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები და საინტერესო აქტივობები შეასრულეს, რაც მათ მომავალი პროფესიის უკეთ გააზრებაში დაეხმარებათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა