ბსუ ბათუმის სეზონური სკოლის მონაწილე სტუდენტებისთვის აცხადებს კვლევითი ნაშრომების კონკურსს

სურათი

ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის კვლევის ბათუმის სეზონური სკოლა -2023 სეზონური სკოლის მონაწილე სტუდენტებისთვის აცხადებს კვლევითი ნაშრომების კონკურსს.  საუკეთესო ორ ნაშრომს გამოავლენს საკონკურსო კომისია. გამარჯვებული

ნაშრომები გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ „არილში“, თითოეულ ავტორს კი გადაეცემა ,,არილის“ ფულადი პრიზი სამასი ლარის ოდენობით. 

ნაშრომის სავალდებულო პირობაა:

  • პასუხობდეს სეზონური სკოლის თემატიკას - ქართული ლიტერატურა თანამედროვეობის პარადიგმაში.
  • ნაშრომები მიიღება მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე:

sezonuriskolabsu@gmail.com

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 20 სექტემბერს.

ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ განთავსდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

გისურვებთ წარმატებას!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა