ამერიკელი მედიაექსპერტები, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს შეხვდნენ

სურათი

ამერიკელი მედიაექსპერტები, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - ბილ სილკოკი,  კენ ფოსკეტტი და აშშ-ის საელჩოს საგრანტო და უმაღლესი განათლების პროგრამების კოორდინატორი სოფიო ბზიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა და ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა საქართველოსა და აშშ-ს კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე შეაჯამეს ბსუ-ში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული საგრანტო პროექტები.

უნივერსიტეტი ჩართულია აშშ-ის საელჩოს მედიაგანათლების პროგრამაში MEDIA EDUCTION PROGRAM (MEP), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერებას. პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ში წარმატებით ხორციელდება  სამაგისტრო პროგრამა „ციფრული მედია და ინოვაციები“, რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და აშშ-ს სამი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესურის ჩართულობით და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მომზადება, რომელიც ამჟამად აკრედიტაციის  გავლის მოლოდინშია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა