უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები (2024 წლის პირველ ეტაპზე) ბსუ-ს აკადემიური პერსონალის გამოვლენისათვის კონკურსი

კონკურსი 2024 წლის 01 თებერვლიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით (2024 წლის პირველ ეტაპზე) უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, კონგრესი, ფორუმები) მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ბსუ-ს აკადემიური პერსონალის გამოვლენისათვის.

ა)დოკუმენტაციის მიღება - 2024 წლის  22-25 იანვრის  ჩათვლით;

ბ) კონკურსის ჩატარების ორგანიზება - 2024 წლის 26- 29 იანვარი;

გ) გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა - 2024 წლის   30 იანვარი;

დ) გამარჯვებული კონკურსანტის მიერ უცხოეთში 2024 წლის 01 თებერვლიდან 10 დღის ვადაში გასამართ ღონისძიებაზე მივლინებისათვის შესაბამისი სამსახურებრივი ბარათისა და განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა -  2024 წლის 31 იანვრიდან.

ბსუ-ს ფაკულტეტებისათვის ბსუ-ს 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში, წინამდებარე ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის მიზნებისათვის განისაზღვრა თითოეული ფაკულტეტის დაფინანსების მოცულობა (ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისათვის - პირები, რომელებმაც კონკურსის გამოცხადებამდე 7 წლის განმავლობაში მოიპოვეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და ასაკი არ აღემატება 35 წელს) შემდეგნაირად:

ა) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 6000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 2000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის -  6000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 1 500 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

გ) ტექნოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის -  3000  ლარი;

დ) ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 4000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 1000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

ე) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 3000 ლარი;

ვ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 6000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 2000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 6000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 2000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

კონკურსში მონაწილეობის მიზნით ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირმა (შემდეგში - კონკურსანტმა) ელექტრონულად (საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დაფინანსების განაცხადი (შევსებული წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად)  და შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ინფორმაცია ღონისძიების შესახებ (თემატიკა ან/და სავარაუდო სამუშაო გეგმა; ჩატარების ადგილი, თარიღი და ფორმატი; ორგანიზატორი დაწესებულება ან/და სხვ.); 

ბ) ოფიციალური მოწვევის (მასპინძელი ორგანიზაციის/დაწესებულების თანხმობა) ორიგინალი და ქართულ ენაზე ნათარგმნი;

გ) მოხსენების მოკლე ტექსტი ქართულ ან/და მოხსენების ტექსტი/პრეზენტაცია კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე; მოხსენების შესაბამისი, გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი/სტატია;

დ) შესაბამისი ფაკულტეტის დარგობრივი დეპარტამენტის განყოფილების სხდომის გადაწყვეტილება (ოქმის ამონაწერი), ღონისძიებაში დასაქმებულის მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

ე) სხვა დოკუმენტაცია, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი სამეცნიერო ღონისძიება და საჭიროა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს:

ა) განსახორციელებელი ღონისძიებისა და ორგანიზატორი დაწესებულების რეიტინგი;

ბ) კონკურსანტის მოხსენების შესაბამისობა ბსუ-ს კვლევის პოლიტიკის მიხედვით დამტკიცებულ ძირითადი სამეცნიერო-კვლევით მიმართულებების სამეცნიერო საქმიანობის გეგმასთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კონკურსანტის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობა (Web of Science, Scopus, ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებებით) ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში ან/და ქართველოლოგიური მიმართულებით გამოქვეყნებული/გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიები და მათ ციტირება);

გ) ქვეყნის გარეთ (უცხოეთში) გასამართ სამეცნიერო ღონისძიებაში (მივლინების) მონაწილეობის დაფინანსებისათვის დასაქმებულისათვის 1 კალენდარული წლის განმავლობაში გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.

საკონკურსო კომისია განიხილავს საკონკურსო დოკუმენტებს, კონკურსანტებთან გასაუბრების გზით დაადგენს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებებს და კონკურსანტთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა მიიღოს შესაბამისი კონკურსანტის დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება (ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ან/და კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმის შესაბამისად განსაზღვრული სარეიტინგო ქულების დაანგარიშებით).

ბსუ-ს დაფინანსებით განხორციელებული აქტივობის შემდეგ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების ანგარიშები უნდა განიხილოს შესაბამისად, ფაკულტეტის საბჭომ და მიღებული შედეგის შესახებ ფაკულტეტის დეკანმა სამსახურებრივი ბარათი უნდა წარუდგინოს რექტორს (ბარათი დამუშავებისათვის ეგზავნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სამეცნიერო კვლევების სამსახურს და საქმისწარმოების სამსახურს).

თუკი გამოვლინდება დაფინანსებული პირის მიერ შესაბამისი აქტივობის განუხორციელებლობა/ღონისძიებაში მონაწილეობის მიუღებლობა/გაცემული დაფინანსების თანხის არამიზნობრივად გამოყენება, დაფინანსების მიმღები პირი ვალდებულია დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში დააბრუნოს მიღებული თანხა ბსუ-ს ანგარიშზე.

 

  ბრძანება
  გადაწყვეტილება
  დაფინანსების განაცხადის ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა