UNESCO-ს 2024-2025 წლების „მონაწილეობის პროგრამის” საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო

სურათი

UNESCO-მ გამოაცხადა საპროექტო განაცხადების მიღება 2024-2025 წლების „მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად. „მონაწილეობის პროგრამა” არის UNESCO-ს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს  შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების/სტრატეგიული მიზნების შესაბამისად (დამხმარე დოკუმენტი -   42 C/5 მისამართი:   https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000385118; გვ. 88-იდან).

პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, ხოლო შერჩეული პროექტების (იუნესკოს მოთხოვნის შესაბამისად, ქვეყანას უფლება აქვს წარადგინოს მაქსიმუმ 7 განაცხადი) დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ. პარიზი).

აპლიკაციების იუნესკოსთვის მიწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 თებერვალი და დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს 2024 წლის 12 თებერვლამდე უნდა მიეწოდოს ელექტრონულ მისამართზე unesco@mfa.gov.ge შემდეგი დოკუმენტაცია:

 

პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);

შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე;

დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განმცხადებელი ორგანიზაციის  ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.

პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.

 

  დანართი1
  დანართი2
  დანართი3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა