![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_20329_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის გრძელდება. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. შეხვედრებზე ახალგაზრდები უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სწავლების პირობებს, გაცვლით პროგრამებს, სტიპენდიებს, სოციალურ პროგრამებს, სტუდენტურ ცხოვრებასა და არსებულ სიახლეებს გაეცნენ. საინფორმციო შეხვედრების დასარულების შემდეგ, აბიტურიენტებს ბსუ-ს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |