კონკურსი ბსუ-ს შოთა რუსთაველისა და ტბელ აბუსერიძის სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბსუ-ს საბაკალავრო, მედიცინის მიმართულებით ერთსაფეხურიანი, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების  სტუდენტებისათვის შოთა რუსთაველის, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამების სტუდენტებისათვის ტბელ აბუსერიძის სახელობის სტიპენდიების  მოსაპოვებლად.

 

შოთა რუსთაველის და ტბელ აბუსერიძის სახელობის სტიპენდია ყოველთვიურად თითო სტუდენტზე 500 ლარის ოდენობით ( მოიცავს 5 თვეს)  დაენიშნება ბსუ-ს სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) არის ბსუ-ს საბაკალავრო ან მედიცინის/სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ან დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო და ასევე სამაგისტრო  საგანმანათლებლო  პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (გარდა პირველი სასწავლო წლის  და დამატებითი სასწავლო სემესტრის (ვადაგაგრძელებულ)  სტუდენტისა);

ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათის მიხედვით საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებში (როგორც ძირითად ან/და დამატებით, ისე საკუთარი ინიციატივით დარეგისტრირებულ სასწავლო კურსში), მიღებული ქულები, „საშუალო შეწონილი’’ ფორმულით აქვს 91 ან მეტი;

გ) გამოირჩევა სამეცნიერო აქტივობით (გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არის სხვადასხვა სამეცნიერო ან სასწავლო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვს მაღალი მიღწევები).

 

კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტებმა 2024 წლის 10 აპრილიდან  17 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით, ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (,,წერილი კანცელარიას”, რექტორის სახელზე) უნდა წარმოადგინონ:

ა) სტუდენტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი წინამდებარე ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების შესახებ (სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი);

დ)   არანაკლებ   ერთი   რეკომენდაცია   ბსუ-ს   აკადემიური   თანამდებობის   პირისაგან (რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის აკადემიურ აქტივობას);

ე) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის/პულიკაციის დედანი ან დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი და სხვ.) მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერტიფიკატის და სხვ. ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტის დედანი მოთხოვნისთავე უნდა წარედგინოს საკონკურსო კომისიას).

4.         საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება (კონკურსანტი არ შეფასდება  და მოიხსება კონკურსიდან) შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუკი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია, ან წარმოდგენილია ვადის დარღვევით;

ბ) თუკი კონკურსანტის წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით შედგენილი (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.) ან არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით;

გ) კონკურსანტს შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი;

დ) კონკურსანტი აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტია (გარდა იმ სტუდენტისა, რომელსაც ბსუ-ს გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის გამო, დადგენილ ვადაში ასათვისებელი აქვს ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები) ან შესრულებული აქვს შესაბამისი საგანმანთლებლო პროგრამების მოთხოვნები (მიენიჭა შესაბამისი აკადემიური ხარისხი).

ე) დამატებითი სასწავლო სემესტრის (ვადაგაგრძელებულ) სტუდენტს;

ვ) თუკი შესაბამისი პერიოდისათვის უკვე დანიშნული აქვს ბსუ-ს სამართლებრივი აქტით რომელიმე სახის სტიპენდია.

კონკურსი ჩატარდება 2024 წლის  18 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით.

 

 

  დანართი1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა