ონლაინ ტრენინგ-კურსი თემაზე: "ინტერპერსონალური უნარების განვითარების მეთოდოლოგია, განათლების დარგში მონაცემების მოპოვება, ანალიზი"

ფინეთის ლაპენრანტას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 13 მაისიდან 02 ივნისის ჩათვლით ERASMUS + - ის საგრანტო პროექტის (პროექტის ნომერი: 101128804 - DeSIRe - ERASMUS-EDU-2023-CBHE პროექტის სახელწოდება: Development of Soft Skills at Higher Education Institutions of Armenia and Georgia in Compliance with the 21st Century Labour Market Requirements) ფარგლებში  ჩაატარებენ ონლაინ ტრენინგ-კურს თემაზე: „ინტერპერსონალური უნარების განვითარების მეთოდო-ლოგია, განათლების დარგში მონაცემების მოპოვება, ანალიზი".

პროექტის მიზანია საქართველოსა და სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი უზრუნველყოფს 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, სტუდენტთა სოციალური უნერების განვითარებისა და  კარიერული ზრდის პროცესში არსებული გამოწვევების  დაძლევის  მხარდაჭერას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 10 მაისისა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1.

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა