ბსუ-ში საზაფხულო სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ გაიხსნა

სურათი

სკოლა ტარდება „ერაზმუს+“-ის პროგრამის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება 2023 წლიდან. მოდული მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. ჟან მონეს მოდულის კოორდინატორია ბსუ-ს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 21 სტუდენტი.  ხუთდღიანი საზაფხულო სკოლის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირში გაწერიანების პროცესის შესახებ და პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა: ევროკავშირის გაფართოების ისტორია, კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური კრიტერიუმები), საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირთან, სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები, ათი ყველაზე გავრცელებული მითი ევროკავშირის შესახებ, რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და სხვა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოწვეულნი არიან პროფესორები უკრაინიდან, მოლდოვიდან, სერბეთიდან, რომლებიც სტუდენტებს გაუზიარებენ ასოცირებული ტრიოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებას ევროინტეგრაციის შესახებ.

საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა