2024 წლის 7-8 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“. კონფერენცია ეძღვნება ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 65-ე წლისთავს.
კონფერენციის ორგანიზატორი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი.
კონფერენციის მხარდამჭერები:
● აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
(ქვეპროგრამა - „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ - „კონფერენცია“).
მისამართი:
● ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ). ბათუმი, 6010, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35.
● ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი. ქობულეთი, 6012, ჰაიდარ აბაშიძის, 26.
ელექტრონული ფოსტა: ipb@bsu.edu.ge
ტელ.: +995 599286018; +995 577145415
ვებგვერდი: www.bsu.edu.ge
კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
- მცენარეთა მავნებელ - დაავადებები, თანამედროვე გამოწვევები და გადაჭრის გზები.
- მცენარეულ პათოგენთა პოპულაციურ-გენეტიკური კვლევები.
- მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია და გონივრული გამოყენება.
- მცენარეთა ფარმაკოგნოსტური კვლევები.
- ჭარბტენიანი ჰაბიტატები - ფლორა, ფაუნა, ეკოსისტემური სერვისები, კონსერვაცია და გონივრული გამოყენება.
კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების საკითხებია: მცენარეთა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებები და მავნებლები; ფიტოპათოგენთა კოლექციები; სასოფლო-სამეურნეო კულტურათა, მათ შორის, სტრატეგიული მარცვლოვანი კულტურების, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებების გამომწვევ პათოგენთა პოპულაციურ - გენეტიკური კვლევა; ველური ბუნების კონსერვაცია და გონივრული გამოყენება; ინვაზიური სახეობები; ეკოსისტემური სერვისები; მცენარეთა ფარმაკოგნოსტური კვლევები; აქვაკულტურა და იქთიოფაუნა; ზღვის ძუძუმწოვრები; აგრობიომრავალფეროვნება; კლიმატის ცვლილება.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული; ინგლისური.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, აკადემიური, სსიპ, ა(ა)იპ და სხვა შესაბამისი პროფილისა და დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან ადგილობრივი ინსტიტუტების, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს და უცხოეთიდან მოწვეული მეცნიერები და დარგის სპეციალისტები. აქტიურად იქნებიან ჩართულნი ახალგაზრდა მეცნიერები.
კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავლფეროვნების ინსტიტუტის მრავალფეროვანი სახეობებით, ფორმებითა და ჯიშებით წარმოდგენილ სასოფლო- სამეურნეო კულტურების (ციტრუსების, კივის, თხილის, ფეიჰოას, ხეხილოვნების, კენკროვნების, ენდემური ვაზის) და სამკურნალო მცენარეების უნიკალურ კოლექციებს.
მოეწყობა მრგვალი მაგიდა, სადაც განხილული იქნება არსებული მიღწევები, მათი მნიშვნელობა და შემუშავდება ინტეგრირებული სამეცნიერო კვლევების სტრატეგია.
მოეწყობა გასვლითი ტური ბათუმის ბოტანიკურ ბაღში; ისპანი 2 იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანზე.
კონფერენციაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი აბსტრაქტები განთავსებული იქნება აბსტრაქტების ელექტრონულ კრებულში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (https://bsu.edu.ge/main/news/3/index.html ), ხოლო, სტატიების სრული ვერსიების წარმოდგენის შემთხვევაში, სტატიის რედაქტირების შემდეგ, შესაძლებელია გამოქვეყნება სამეცნიერო ჟურნალში ,,ქართველი მეცნიერები“ (https://journals.4science.ge/index.php/GS), რომელიც ინდექსირებულია სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაში, მათ შორის Google Scholar-ში (https://journals.4science.ge/index.php/GS/indexed). ჟურნალის ერთი ნომერი მთლიანად მიეძღვნება კონფერენციის ნაშრომებს. სტატიის გამოქვეყნების ღირებულებაა 80 ლარი, უცხოეთის მოქალაქეებისთვის 35 აშშ დოლარი.
მიაქციეთ ყურადღება შემდეგ მნიშვნელოვან ინფორმაციას:
● კონფერენციის წინასწარი პროგრამა მოცემულია დანართში 1.
● აბსტრაქტისა და სტატიის გაფორმების წესი მოცემულია დანართში 2.
●სტატიის გამოქვეყნების საფასურის გადახდის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია დანართში 3.
● კონფერენციაში მონაწილეთა მიერ შესავსები სარეგისტარციო ფორმა, რომელიც აბსტრაქტთან ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი, მოცემულია დანართში 4.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს კონფერენციასთან დაკავშირებული კითხვები სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე და მასალები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე: ipb@bsu.edu.ge
მნიშვნელოვანი თარიღები:
რეგისტრაციის შევსებული ფორმებისა და აბსტრაქტების მიღება – 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
სტატიის მიღება - 2024 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
კონფერენცია - 7-8 ოქტომბერი, 2024 წელი.
სტატიის გამოქვეყნება - 2024 წლის ნოემბერი.
მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: E-mail: ipb@bsu.edu.ge
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
უკან |