ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 6-წლიანი ავტორიზაცია მოიპოვა

სურათი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია მიანიჭა! ეს წარმატება ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების შრომისა და ერთგულების შედეგია. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან პროცესში: ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს და უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს.

გრძელვადიანი ავტორიზაცია ნიშნავს, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავაც გააგრძელებს განვითარებას და ინოვაციების დანერგვას, რათა ჩვენს სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლება შევთავაზოთ.

ვულოცავთ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა