ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია) აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის გრანტებზე

სურათი

ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია) აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის გრანტებზე 2025 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.

 E+ KA171 სტუდენტური გაცვლითი მობილობა განხორციელდება პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორების 2-ე რეგიონისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა).  გრანტი  განისაზღვრება 4.5 თვის ვადით (4100.00 ევროდან 4355.00 ევრომდე).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ქრონიკული დაავადება, შშმ, სტუდენტი მცირეწლოვანი შვილით) სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია დამატებითი დაფინანსება შესაბამისი ხარჯების ასანაზღაურებლად.

განაცხადი მიიღება ერთიანი pdf ფაილის სახით, რომელიც უნდა მოიცავდეს სტუდენტის:

- CV-ს (ევროპასის ფორმატი),

- სამოტივაციო წერილს,

- ნიშნების ფურცელს

სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ასევე სასურველია გერმანული ენის ცოდნაც.

პოლიტიკურ მეცნიერებებში შემოთავაზებული გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციას იხილავთ შემდეგ ბმულზე:

 https://www.plus.ac.at/politikwissenschaft-und-soziologie/abteilung-politikwissenschaft/studium/erasmus/erasmus-incoming/

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი

გთხოვთ, განაცხადი საჭირო დოკუმენტაციითურთ წარმოდგენილი ერთიანი pdf ფაილის სახით გაუგზავნოთ ზაცბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ერასმუს+ კოორდინატორს julia.stallinger2@plus.ac.at და ასევე cc-ს სახით  katharina.gimm@plus.ac.at

გისურვებთ წარმატებებს!

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა