ბსუ-ს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლისათვის მიღება გამოცხადდა. ვაკანტური ადგილები იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით წარმოდგენილ დანართ 1-ში.
დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის 7 და 8 ნოემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (ბსუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი N19, ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
დოქტორანტობის კანდიდატებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დოქტორანტობის კანდიდატის განცხადება (სააპლიკაციო ფორმა შევსებული წინამდებარე ბრძანების N2 დანართის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
გ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
დ) მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2024 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე, ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული დიპლომის ასლი; უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
ე) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული; შენიშვნა: დასაშვებია დოქტორანტობის კანდიდატის დოკუმენტაციის მიღება იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატს ცნობის მიღების მიზნით მიმართული აქვს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ან ბსუ-ს კურსდამთავრებულია (ასეთ შემთხვევებში ბსუ-ს დოქტორანტობის კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ბსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის აქტის გამოცემამდე);
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სადოქტორო კვლევითი პროექტის მოკლე ანოტაცია და სამეცნიერო ხელმძღვანელის (სავარაუდო) და პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (შევსებული წინამდებარე ბრძანების N3 დანართის შესაბამისად);
თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.
დოქტორანტურაში მისაღები გამოცდები/გასაუბრება ჩატარდება შემდეგი განრიგით:
მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში (კონკურსანტს მოეთხოვება არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა) - 2024 წლის 11 ნოემბერი (დაწყების დრო: 10:00 საათი; ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი, ბსუ-ს მეორე კორპუსი, აუდიტორია N110, ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32);
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2024 წლის 11 ნოემბერი;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2024 წლის 11 ნოემბერი, 14:00 დან 18:00 მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით;
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება - 2024 წლის 11 ნოემბერი (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
მისაღები გამოცდა სპეციალობაში (ზეპირი)- 2024 წლის 12 ნოემბერი (გამოცდის დაწყების დრო: 10:00 საათი; გამოცდის ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაცია ეცნობება კანდიდატებს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ და განთავსდება ბსუ-ს ვებგვერდზე);
გამოცდის შედეგები გამოცხადდება - 2024 წლის 12 ნოემბერი (ეცნობება კანდიდატებს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ და განთავსდება ბსუ-ს ვებგვერდზე);
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2024 წლის 13 ნოემბერი, 10:00 დან 16:00 მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით;
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება - 2024 წლის 14 ნოემბერი (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
დოქტორანტურაში მისაღებ გამოცდებზე კონკურსანტმა უნდა იქონიოს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
შეიქმნას დოქტორანტურაში მიმღები კომისია წინამდებარე ბრძანების №4 დანართის შესაბამისად (სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, პირველი კორპუსი, პირველი სართული, ოთახი №19) და დაევალოს:
ა) მიიღოს და დაამუშაოს დოქტორანტობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია - 2024 წლის 7 და 8 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში;
ბ) უზრუნველყოს შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება - 2024 წლის 15 ნოემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ამ პირთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და პირველი სემესტრის სწავლის საფასურის (არანაკლებ 1000 ლარის) გადახდის ქვითრის წარმოდგენის საფუძველზე.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება გამოიცემა 2024 წლის 15 ნოემბერს, შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ სასწავლო პროცესის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე.
რექტორის ბრძანება N01-02/187დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
უკან |