განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება EQAR-ში რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით

სურათი

გაგაცნობთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებას EQAR-ში რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

,,საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წელს რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს. ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ვიცით, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე.

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.

ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.

გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს EQAR-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რაიმე ფორმით უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტებს არ შეესაბამება სიმართლეს და არანაირად არ უკავშირდება ცენტრისთვის EQAR- ის რეგისტრაციის შეჩერებას.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ EQAR-ის წევრობის შეჩერება არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომებისა და კვალიფიკაციების აღიარებას.

ცენტრი ინარჩუნებს, როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ასევე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრობას.

ცენტრი EQAR-ში დარეგისტრირდა 2019 წელს. შესაბამისად, როგორც 2019 წლამდე, ასევე მის შემდგომაც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა და ხდება, როგორც ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა