ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა. ბსუ-ს 11-წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 ხმით ტიტე აროშიძე აირჩია, 1 ხმა კი გაბათილდა.

რექტორის არჩევნებში ორი კანდიდატი - ტიტე აროშიძე, ეკონომიკის დოქტორი, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და არჩილ გუჩმანიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე მონაწილეობდა.

კენჭისყრის დაწყებამდე რექტორობის კანდიდატებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

ტიტე აროშიძის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებებია:

  • საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება;
  • კვლევითი საქმიანობის განვითარება;
  • ცოდნის გადაცემა და კომერციალიზაცია, ტექნოლოგიების ტრანსფერი;
  • ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
  • ინფრასტრუქტურული განვითარება;
  • ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია;
  • ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესება;
  • სტუდენტური ცხოვრების მხარდაჭერა;
  • ადამიანური კაპიტალის მოტივაცია;

ტიტე აროშიძე უნივერსიტეტს  ოთხი წლის ვადით უხელმძღვანელებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა