წიგნის ,,აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები’’ წარდგინება

სურათიპროფესორების ზაზა შაშიკაძისა და მირიან მახარაძის წიგნის ,,აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები’’ წარდგინება გაიმართა. ნაშრომი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (№A27-09) ფარგლებში მომზადდა და პროფესორ ნოდარ შენგელიას რედაქტორობით გამოიცა. მკვლევრებმა სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანეს მნიშვნელოვანი მეცნიერული ღირებულების მასალები. ნაშრომში წარმოდგენილია სამეცნიერო წრეებისათვის უცნობი, თურქეთის არქივებში დაცული დოკუმენტები - დავთრები და ოსმალობის პერიოდის აჭარის შესახებ დღემდე გამოუქვეყნებელი ისტორიული წყაროები. გამოკვლევას დართული აქვს ოსმალური ტექსტები, თარგმანი, კომენტარები და დოკუმენტების ფოტოასლები. წიგნი განკუთვნილია აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში მომუშავე მეცნიერებისთვის, სპეციალისტებისათვის, ისტორიკოსებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა