სტუდენტური პროექტი "ფრანგული ოდისეა"

სურათისტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, სტუდენტური თვითმმართველობისა და სამეცნიერო ცენტრის მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის სპეციალობის სტუდენტებისათვის პროექტი "ფრანგული ოდისეა" განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ფრანგული კულტურის საღამო გაიმართა, მოეწყო საფრანგეთის ღირსშესანიშნაობებისა და კულტურულ ძეგლებისადმი მიძღვნილი სლაიდ-შოუ, ჩატარდა სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშები. საღამოს სტუდენტებთან ერთად ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა გიორგაძე და ფრანგული ენის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა