1989 წლის 9 აპრილი

სურათი1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები ტრადიციულად გაიხსენეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. 23 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოქრონიკის ჩვენების შემდეგ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ შეაფასეს ამ დღის მნიშვნელობა და შედეგები. დაღუპულთა უკვდასაყოფად ახალგაზრდებმა ზღვისპირა პარკში 21 მანათობელი ფრანი გაუშვეს, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. 1989 წლის 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით ეს თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა. ღონისძიება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა