სტუდენტთა დასაქმების მუნიციპალური პროგრამის წარდგინება

სურათიბათუმის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსმა თამაზ დარჩიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სტუდენტთა დასაქმების მუნიციპალური პროგრამა წარუდგინა. პროგრამის ფარგლებში ქალაქის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 500 სოციალურად დაუცველი, ობოლი, დევნილის სტატუსის მქონე, წარჩინებული სტუდენტი დასაქმდება და 200-ლარიან ანაზღაურებას მიიღებს. პროგრამის პირველი ეტაპი ივნისში დაიწყება და ახალგაზრდები ყოველ შაბათ-კვირას სანაპირო ზოლის, ქალაქის ცალკეული უბნების დასუფთავებისა და გამწვანების აქციებში მიიღებენ მონაწილეობას. დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 17 აპრილს დაიწყება და მონაწილეები 100-ქულიანი სისტემით, უმაღლესი სასწავლებლისთვის დადგენილი კვოტის გათვალისწინებით შეირჩევიან.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა